2016-02-17 17:51:58, 583 ნახვა
სამართალი
პროკურატურაში ბაია გადაბაძის გამოკითხვა მიმდინარეობს
საქართველოს მთავარ პროკურატურაში ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალური დირექტორის ბაია გადაბაძის დაკითხვა დაიწყო. „მაესტროს“ გენდირექტორი უწყებაში ცოტა ხნის წინ მივიდა.
ბაია გადაბაძის პროკურატურაში დაბარება მის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება. გადაბაძე ძმები გაჩეჩილაძეების მხრიდან მის მიმართ დევნაზე საუბრობს.
“ჩემ მიმართ მიმდინარეობს დევნა, ეს არის მიზანმიმართული და ჩემი პროფესიული დევნა. ამაში გაჩეჩილაძეებს ვადანაშაულებ, თანაც ისინი მინიმუმ ირაკლი რუხაძისა და კონკურენტი არხის „იმედის“ ინსტრუმენტები არიან“, - განაცხადა ბაია გადაბაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან