2016-02-12 15:54:05, 810 ნახვა
სამართალი
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 22 მოსამართლე აირჩია
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის მესამე ეტაპი დასრულდა.
როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ კენჭისყრის დასრულების შემდეგ განაცხადა, 30 ვაკანტურ ადგილზე 22 მოსამართლე გამწესდა, 8 ადგილი კი კვლავ ვაკანტური დარჩა.
"დღეს დამთავრდა კონკურსის მესამე ეტაპი, ანუ კენჭისყრა. კენჭისყრის შედეგად საერთო სასამართლოების სისტემაში 30 ვაკანტურ ადგილზე 22 მოსამართლე გამწესდა, მათგან 8 არის ყოფილი მოსამართლე, 3 - იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებული და 11 მოქმედი მოსამართლე. 8 ადგილი ვაკანტური დარჩა ", - აღნიშნა გვენეტაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან