2016-02-12 11:37:52, 604 ნახვა
სამართალი
თბილსის საერთაშორისო აეროპორტში სარემონტო სამუშაოების შესრულების დროს ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა
თბილსის საერთაშორისო აეროპორტში, მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცს სატვირთო მანქანა დაეჯახა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან