|
2016-02-11 13:33:37, 636 ნახვა
სამართალი
„ნაციონალური მოძრაობისა“ და „პარტიზანი მებაღეების“ წევრები წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან
„ნაციონალური მოძრაობისა“ და „პარტიზანი მებაღეების“ წევრები წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან. სასამართლო პროცესი სავარუადოდ დღეს გაიმართება. გუშინდელ აქციის მიმდინარეობისას 4 ადამიანი დააკავეს. დაკავებულებს შორის 2 საკრებულოს წევრია, 2 კი, „პარტიზანი მებაღეების“ წარმომადგენელი. ისინი მაშინ აიყვანეს როდესაც აქციის წევრები კომპანია „ზიმოს“ წარმომადგენლებს სამუშაოს გაგრძელების საშუალებას არ აძლევდნენ. აქციის მონაწილეები იმ დოკუმენტების გასაჯაროებას მოითხოვენ, რის საფუძველზეც ციხისძირის სანერგე მეურნეობიდან ასწლოვანი ხეების გადარგვა ხორციელდება. ცნობისთვის, შეკვეთილში ეროვნული პარკის მოწყობა იგეგმება, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოტანილი ეგზოტიკური მცენარეები განთავსდება. აქცია დღესაც გრძელდება, ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)