2024-04-09 13:38:12, 312 ნახვა
რეგიონი
შუახევში, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა.
შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ როსტომ ლორთქიფანიძემ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალი სიმბოლურად ტიტებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი სხალთის ეპარქიის დეკანოზმა იოანემ აღავლინა.
ინფორმაციას შუახევის მერია ავრცელებს.

ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),