22:54 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-03-01 18:40:31, 1064 ნახვა

რეგიონი
კასპის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე სოფლების - ფერმასა და ჩანგილარის დამაკავშირებელი გზის მოწყობის სამუშაოებს გაეცნენ

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და  საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფლების - ფერმასა და  ჩანგილარის დამაკავშირებელი გზის მოწყობის სამუშაოებს გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კასპის მერიის ცნობით, 1,000 გრძივი მეტრი გზის სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჩაგელა“ ახორციელებს. ამჟამად, გზაზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ ორფენიანი ასფალტ ბეტონის საფარი დაიგება.

"პროექტი რეგიონის განვითარების ფონდისა  და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. რეაბილიტირებული გზა უზრუნველყოფს მოსახლეობის   უსაფრთხო  და კომფორტულ გადაადგილებას", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics