22:54 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-16 12:34:09, 901 ნახვა

რეგიონი
გიდების საერთაშორისო დღეს ბათუმი გიდების პირველ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

21-22 თებერვალს, ბათუმი გიდების პირველ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, ღონისძიებაზე, ტურიზმის სფეროს ექსპერტები და გიდები პორტუგალიიდან, შოტლანდიიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ესტონეთიდან, პოლონეთიდან და ისრაელიდან, ქართველ მომხსენებლებთან ერთად, გიდის პროფესიის მნიშვნელობასა და საერთაშორისო გამოცდილებაზე ისაუბრებენ.

"ორი დღის განმავლობაში, პანელურ სესიებზე ისეთი მნიშვნელოვანი თემები იქნება განხილული, როგორებიცაა გიდის როლი ტურისტული ადგილის პოპულარიზაციაში - გიდი, როგორც ტურისტული ადგილის ელჩი; გლობალური ტურიზმი და გიდის პროფესია - უნიკალური გამოცდილება, თანამედროვე ტექნოლოგიები და გამოწვევები; ტურიზმი და მუზეუმები - მუზეუმი, როგორც კულტურული მემკვიდრეობისა და ისტორიის საცავი. 

გიდების საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართება. კონფერენციაში მონაწილეობას ტურისტული გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის, პორტუგალიის ტურისტული გიდებისა და ტურ-მენეჯერთა ასოციაციის,  საქართველოს და აჭარის გიდების ასოციაციების ხელმღვანელები, გასტრონომიის, ღვინისა და ტურიზმის დარგის ექსპერტები მიიღებენ.  მასზე დასწრება გიდებისთვის, თემატური ასოციაციებისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებისთვის იქნება თავისუფალი. 

მსურველებმა წინასწარი რეგისტრაცია კონფერენციის ვებგვერდზე https://batumiconf.ge/ka უნდა გაიარონ. კონფერენციის პროგრამის, მომხსენებლებისა და სტუმრების შესახებ ინფორმაციის მიღებაც ამავე გვერდზეა შესაძლებელი",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics