14:31 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-24 16:41:10, 996 ნახვა

რეგიონი
შუახევის მერმა ჭვანის ადმინისტრაციულ ერთეულში, 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის ფორმირებაში მოსახლეობის ჩართვის მიზნით, შეხვედრა გამართა

ჭვანის ადმინისტრაციულ ერთეულში, 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის ფორმირებაში მოსახლეობის აქტიური ჩართვის მიზნით, შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტის მერმა, ომარ ტაკიძემ მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის ძირითადი პრიორიტეტები, პროგრამები და პროექტები ადგილობრივებს გააცნო.

"პროექტის მიხედვით, შუახევის მუნიციპალიტეტი აქცენტს, ჯანდაცვისა და ახალი სოციალური პროგრამების დაფინანსებაზე, საგანმანათლებლო-კულტურული და ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობასა და სხვადასხვა მიმართულებით ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე გააკეთებს. ბიუჯეტი გაზრდილია მუნიციპალური მომსახურების ყველა სფეროში.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ომარ ტაკიძემ, ადგილობრივების შეკითხვებს უპასუხა და თავის მხრივ, მოსახლეობის მოსაზრებები და საჭიროებები მოისმინა.

ომარ ტაკიძესთან ერთად ჭვანის თემში იმყოფებოდნენ მერის  მოადგილე გურამ ზოიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ფრიდონ ფუტკარაძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics