03:49 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-08 19:49:52, 1784 ნახვა

სხვადასხვა
ომმა ისრაელში შეიძლება გაზარდოს გლობალური მოთხოვნილება ოქროზე და გააძლიეროს დოლარი - Reuters

ისრაელში ბრძოლამ შეიძლება გაზარდოს მოთხოვნა ოქროზე, ობლიგაციებსა და სხვა უსაფრთხო აქტივებზე, რადგან ინვესტორები ყურადღებით აკვირდებიან ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს, რათა შეაფასონ გეოპოლიტიკური რისკი ბაზრებზე.

ამის შესახებ Reuters-ი წერს.

მზარდმა გეოპოლიტიკურმა რისკმა შეიძლება გამოიწვიოს ისეთი აქტივების შეძენა, როგორიცაა ოქრო და დოლარი და პოტენციურად გაზარდოს მოთხოვნა აშშ-ს ხაზინაზე, აცხადებენ ანალიტიკოსები.

"ეს არის კარგი მაგალითი იმისა, თუ რატომ სჭირდება ხალხს ოქრო თავიანთ პორტფელებში. ეს არის იდეალური ჰეჯირება საერთაშორისო არეულობისგან. ყოველ ჯერზე, როცა საერთაშორისო არეულობა ხდება, დოლარი მყარდება", - თქვა პიტერ კარდილომ, Spartan Capital Securities-ის მთავარმა ბაზრის ეკონომისტმა.

Annex Wealth Management-ის მთავარი ეკონომისტის ბრაიან იაკობსენის თქმით, ისრაელის მოვლენები აუცილებლად მოახდენს გავლენას გლობალურ ბაზრებზე, მაგრამ ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ბრძოლა და ჩაერთვება თუ არა სხვა სახელმწიფოები კონფლიქტში.

აღნიშნულია, რომ ბოლო კვირების განმავლობაში, ბაზრები ელოდნენ, რომ აშშ საპროცენტო განაკვეთები უფრო მაღალი დარჩებოდა.

შეგახსენებთ, რომ შაბათს ისრაელის ტერიტორიაზე უპრეცედენტო თავდასხმა განახორციელეს პალესტინის დაჯგუფება ჰამასის ბოევიკებმა. დასავლეთის ქვეყნებმა, შეერთებული შტატების მეთაურობით, დაგმეს თავდასხმა და პირობა დადეს, რომ მხარს დაუჭერენ ისრაელს.

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში კატეგორიულად გმობს პალესტინის ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობის (HAMAS), რომელიც აკონტროლებს ღაზას სექტორს, ისრაელის ქალაქებზე თავდასხმებს, მათ შორის ათასობით რაკეტის გასროლას, დაიღუპა ათობით ისრაელი მშვიდობიანი მოქალაქე და ასობით დაშავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics