2023-10-04 10:14:29, 1872 ნახვა
სპეციალური ანონსი
ირაკლი ღარიბაშვილი ესპანეთში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტზე გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტში მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მესამე სამიტი 5-6 ოქტომბერს, ესპანეთის ქალაქ გრანადაში ჩატარდება.
"პრემიერ-მინისტრი სამიტზე მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ თემატურ დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას.
მთავრობის მეთაური სამიტის ფარგლებში ასევე გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს.
პრემიერ-მინისტრი გრანადაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა",- აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,