10:43 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-29 15:37:21, 1194 ნახვა

რეგიონი
ლიეტუველი ჟურნალისტები აჭარაში მოგზაურობენ

აჭარაში უცხოელი ჟურნალისტებისა და ბლოგერების მოწვევა გრძელდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, ამჯერად, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ლიეტუვას წამყვანი ტელევიზიებისა და ონლაინ გამოცემების ჟურნალისტებს მასპინძლობს რეგიონში.

„ისინი ბათუმსა და მთიან აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს თავიანთ გამომწერებს გაუზიარებენ, რაც ხელს შეუწყობს ლიეტუველი ტურისტების რეგიონში მოგზაურობის სტიმულირებას. ბათუმის ძირითადი ტურისტული ადგილების მონახულების შემდეგ ჟურნალისტები ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, გონიოსა და პეტრას ციხეებს, მუზეუმებსა და მთიან აჭარას სტუმრობდნენ. ლიეტუვა აჭარისთვის ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული ბაზარია, საიდანაც აქტიურ სეზონზე ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები ხორციელდება.  

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სამიზნე ქვეყნებიდან პრეს-ინფო ტურების ორგანიზებას წლის ბოლომდე აქტიურად გააგრძელებს. ამ ეტაპზე, რეგიონს უკვე სტუმრობდა პოლონელი, ებრაელი, ყაზახი, უზბეკი, თურქი, არაბი, გერმანელი, სერბი, სამხრეთ კორეელი და ლატვიელი ჟურნალისტები. გასულ წელს, კი ბათუმმა 500-მდე ჟურნალისტს, ბლოგერსა და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს უმასპინძლა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics