15:56 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-24 13:46:08, 1285 ნახვა

რეგიონი
ყაზახეთში აჭარის პოპულარიზაცია მიმდინარეობს

აჭარის სამთო და საზღვაო ტურისტულ პროდუქტებს ყაზახეთში გაეცნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, დეპარტამენტმა რეგიონი ყაზახეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა, სადაც ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ რეგიონში მოგზაურობისა და არსებული ტურისტული სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ. გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის მენეჯმენტმა ასევე მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ფორუმში, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ტურისტული ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები აჭარაში ტურიზმის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს გააცნენ.

„სამომავლო თანამშრომლობის მიზნით შეხვედრები გაიმართა მსხვილი ტურისტული სააგენტოების, სარეკლამო კომპანიების, მედიის წარმომადგენლებთან და ბლოგერებთან, მათ შორის Harper’s Bazaar-ის, Elle-ის და Forbs-ის მენეჯერებთან. ყაზახეთი აჭარისთვის ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული ბაზარია, საიდანაც ბათუმის მიმართულებით ზრდადია, როგორც ვიზიტორების, ისე პირდაპირი ფრენების რაოდენობა. გასული წლის მსგავსად, დეპარტამენტი წელსაც გეგმავს ყაზახი ჟურნალისტებისა და ტურისააგენტოების მომწვევას რეგიონში, რითიც ხელს შეუწყობს ყაზახი ვიზიტორების მოზიდვას საქართველოში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics