12:37 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-30 15:08:26, 1472 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის ძალების მეთაური სამეთაურო-საშტაბო სწავლების მიმდინარეობას გაეცნო

სენაკში, დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეით ბრიგადაში უწყებათაშორისი სამეთაურო - საშტაბო სწავლება “ეგრისი 2023’’ მიმდინარეობს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლების მიმდინარეობას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მეთაურის მოადგილე გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი და თავდაცის ძალების მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური გაეცნენ.

უწყების ინფორმაციით, სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში თავდაცვის ძალების სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა გვარეობის ქვედანაყოფები მონაწილეობენ. 

"წელს პირველად, თავდაცვითი ოპერაციების მართვის პროცესში ბრიგადის შტაბებს შორის კოორდინაცია, მართვა და კონტროლი ახალი პროგრამული უზრუნველყოფის (ჰჩ2) სისტემის გამოყენებით ხორციელდება. “ეგრისი 2023” სამ ფაზას მოიცავს. პირველი ფაზა უსაფრთხოების ძალების მხარდაჭერას, მეორე - მაფორმულირებელ ოპერაციებს, ხოლო მესამე ფაზა აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს ითვალისწინებს. სწავლების მიზანია თავდაცვითი ოპერაციების დროს ბრიგადის შტაბის ოპერაციების დახვეწა, სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაუმჯობესება და თავდაცვითი ოპერაციების წარმოება. 

“ეგრისი 2023” მონაწილეები დეცენტრალიზებული მართვისათვის საჭირო სისტემებისა და პროცედურების დახვეწაზეც იმუშავებენ. სწავლების ფარგლებში გათვალისწინებულია სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის ოპერაციების ინტეგრირებაც", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics