11:18 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-22 09:37:46, 1447 ნახვა

სხვადასხვა
ISW: რუსეთი იყენებს გაეროს უშიშროების საბჭოს, როგორც ძალის დემონსტრირების პლატფორმას

როგორც ჩანს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამზადებს სცენას გაეროს უშიშროების საბჭოს, როგორც ძალის დემონსტრირების პლატფორმის გამოსაყენებლად, - წერენ ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ექსპერტები ახალ მიმოხილვაში.

გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ სამშაბათს განაცხადა, რომ მოსკოვი გეგმავს გაეროს უშიშროების საბჭოს არაფორმალური სხდომის გამართვას აპრილის დასაწყისში, რათა განიხილოს "რუსეთში გადაყვანილ უკრაინელ ბავშვებთან დაკავშირებული რეალური სიტუაცია".

მისი თქმით, რუსეთი გეგმავდა შეხვედრის გამართვას პუტინისა და ბავშვთა უფლებების კომისრის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერის გაცემამდე.
ნებენზის განცხადება, ისევე როგორც რუსეთის ოფიციალური პირების სასამართლოს ბრალდებებზე მრისხანე რეაქცია, მოჰყვა იმას, რომ კრემლის მიერ დანიშნული საოკუპაციო ადმინისტრაციის წარმომადგენლები აგრძელებენ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციის ხელშეწყობას.

ვლადიმერ პუტინმა ასევე რამდენიმე კომენტარი გააკეთა, კერძოდ, წინა დღეს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან პრესკონფერენციაზე განაცხადა რუსეთის ერთგულება გაეროს წესდების მიმართ.

ნებენზისა და პუტინის კომენტარები საფუძველს იძლევა, რომ რუსეთი აგრძელებს უშიშროების საბჭოში თავისი პოზიციის გამოყენებას, -  წერენ ექსპერტები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ექსპორტისთვის განკუთვნილ ნავთობის მსხვილ სატუმბო სადგურს შეუტიეს
კობახიძემ მდინარაძეს წოდება კიდევ ერთხელ აუმაღლა, ის სუს-ის პოლკოვნიკი გახდა
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics