17:17 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-10 00:22:34, 1618 ნახვა

სხვადასხვა
ნიდერლანდებმა ტელეარხ Дождь -ს მაუწყებლობის ლიცენზია მისცა

ნიდერლანდებმა ტელეარხ «Дождь» -ს მაუწყებლობის ლიცენზია მისცა. ამის შესახებ Dozhd-ის მთავარმა რედაქტორმა ტიხონ ძიადკომ ჟურნალისტ ალექსანდრე პლუშევს განუცხადა. მან უარი თქვა შემდგომ კომენტარზე.

6 დეკემბერს ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ (NEPLP) ტელეკომპანია „დოჟდს“ მაუწყებლობის ლიცენზია გაუუქმა. ამის შესახებ საბჭოს თავმჯდომარემ ივარს აბოლინშმა განაცხადა. მისი სიტყვებით, „სხდომაზე შეფასდა ვითარება, გადაწყდა რუსული დამოუკიდებელი ტელეარხის მაუწყებლობის ლიცენზიის გაუქმება“.

მანამდე ლატვიის მასობრივი ინფორმაციის ელექტრონული საშუალებების საბჭომ ტელეარხი „დოჟდი“ 10 000 ევროთი დააჯარიმა, ანექსირებული ყირიმის რუკის რუსეთის შემადგენლობაში და რუსულ ჯართან მიმართებაში სიტყვა „ჩვენის“ გამოყენების გამო.

1 დეკემბერს საღამოს ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში, გადაცემაში „აქ და ახლა“, ჟურნალისტმა ალექსი კოროსტილიოვმა მაყურებელს მოუწოდა, რომ მობილიზაციის დროს მომხდარი დარღვევების თაობაზე აცნობონ ტელეკომპანიას, რომელსაც შეუძლია აღჭურვილობით დაეხმაროს ფრონტზე მყოფ რუს ჯარისკაცებს.

მომდევნო დღეს, 2 დეკემბერს, ტელეკომპანია “დოჟდმა“ტელეწამყვან ალექსეი კოროსტილიოვთან თანამშრომლობა შეწყვიტა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics