12:54 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-03 14:32:20, 2007 ნახვა

რეგიონი
ცნობილი ტრენერების ჩართულობით აჭარაში საჯარო ლექციები მიმდინარეობს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურიზმის სექტორისთვის ცნობილი სპიკერების ჩართულობით საჯარო ლექციები დაიწყო. მოტივაცია, დროის მენეჯმენტი და რეკრუტინგი ის თემებია, რომლებზეც მოწვეული ტრენერები ტურიზმის სფეროში დასაქმებულ პირებს მასტერკლასს უტარებენ. პირველი საჯარო ლექცია სტუმართმასპინძლობის სფეროში მოტივაციას დაეთმო.  ცნობილი სპიკერი ანდრო დგებუაძე სექტორის წარმომადგენლებს სტუმართმასპინძლობის სფეროში თვითმოტივაციაზე, მოტივაციის როლსა და გავლენაზე ესაუბრა,ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

 

უწყების ცნობით,აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მასტერკლასებს ტურიზმის სფეროში სერვისის ამაღლების მიზნით უწევს ორგანიზებას. მასში ანდრო დგებუაძესთან ერთად ნათია გოცაძე და ზაზა ქოიავა მონაწილეობს.  მასტერკლასების განრიგისა და პროგრამის შესახებ ინფორმაცია სერვისის განვითარების ვებ-გვერდზეა http://serviceajara.ge/  ატვირთული. მათზე დასწრება აჭარაში ტურიზმის სფეროში დასაქმებულ პირებს შეუძლიათ. დეპარტამენტი რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგებს, საჯარო ლექციებს, მასტერკლასებსა და სემინარებს მთელი წლის განმავლობაში უწევდა ორგანიზებას, რომელშიც საშუალოდ 1000-მდე სექტორის წარმომადგენელი იყო ჩართული.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics