12:49 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-28 12:29:21, 1537 ნახვა

რეგიონი
ებრაულ მედიაში აჭარის შესახებ სტატიები ქვეყნდება

ისრაელის წამყვანმა ბლოგერებმა და ჟურნალისტებმა აჭარაში იმოგზაურეს,-აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, ბათუმის ტურისტული ღირსშესანიშნაობებისა და ინფრასტრუქტურის მონახულების შემდეგ ჟურნალისტები მტირალას ეროვნულ პარკს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, გონიოს ციხეს, ეთნოგრაფიულ მუზეუმსა და ქედას სტუმრობდნენ.

„აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს ბლოგერები მილიონობით გამომწერსა და მკითხველს უზიარებდნენ.

რეგიონის შესახებ მომზადებული სტატიები და ბლოგები ებრაულ მედიაში, მათ შორის  უმსხვილეს სამოგზაურო პლათფორმაზე LAMETAYEL და ყოველდღიურ გამოცემაში ISRAEL HAYOM ეტაპობრივად გამოქვეყნდება.

მედიატურის მონაწილეები რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით სტუმრობდნენ. ისრაელი აჭარისთვის მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულებაა, საიდანაც ტურისტებისა და ფრენების რაოდენობა რეგიონში ყოველწლიურად მზარდია“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics