22:42 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-04 17:03:35, 1589 ნახვა

რეგიონი
შუახევში, მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა

შუახევში, მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას, შუახევის მერი ომარ ტაკიძე, მერის მოადგილეები, მირიან აბაშიძე, რუსუდან შავაძე და მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

სხდომაზე, საბჭოს წევრებმა რამდენიმე ინიციატივა წარმოადგინეს და ისაუბრეს ახალგაზრდების წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მათ საჭიროებებზე მორგებულ პროექტებზე, მათ შორის: -ეკოლოგიურ საკითხებზე, ახალგაზრდული სივრცეების მოწყობაზე, მოხალისე მასწავლებელთა კლუბის შექმნასა და სხვა საგანმანათლებლო პროექტებზე.

ომარ ტაკიძემ, ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა აქტიურობისთვის, მათ მიერ წამოყენებულ იდეებს მაქსიმალური  მხარდაჭერა გამოუცხადა და სამომავლოდ ერთობლივი ღონისძიებები დაგეგმეს.

სხდომის დასასრულს, საბჭოს წევრებმა, ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით გამართულ ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში მიღებული ცოდნა, საბჭოს სხვა წევრებს გაუზიარეს, რომელიც თვითმმართველობებსა  და ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შორის კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობასა და ეფექტური თანამშრომლობის პრაქტიკების დანერგვას  წარმოადგენდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics