10:18 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-30 11:36:34, 1528 ნახვა

რეგიონი
გუდალეთში მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მერის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ და მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა აჩიკო გიგოლაშვილმა  მაღალმთიან სოფელ გუდალეთში  მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს.

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 5 818 გრძივი მეტრი გზის რეაბილიტაციის სამუშაოს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ენ დი როუდი“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება 2 369 992 ლარია და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

მათივე ცნობით, მშენებელმა გზის საფუძველი უკვე მოაწყო და მალე მისი მოასფალტებაც დაიწყება.

"სოფელ გუდალეთში მისასვლელი გზა აუცილებელ რეაბილიტაციას საჭიროებდა. სოფელი  გაზიფიცირებულია, მოწყობილია გარე განათება, ასფალტირებული გზა  ხელს შეუწყობს მოსახლეობის ადგილზე დამაგრებას და დაბრუნებას. პროექტი გარდამავალია და 2023 წელს დასრულდება", - აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ მაისურაძე.

კასპის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება კვლავ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics