14:08 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-07 09:42:42, 577 ნახვა

სამართალი
შსს-მ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, მეორე სამმართველოს (ახალციხე) N7 სასაზღვრო სექტორის (სულდა) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ნეპალის რესპუბლიკის მოქალაქეები - 1983 წელს დაბადებული კულ ბაჰადური კ. და 1979 წელს დაბადებული აჩიუტ ს. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ”, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics