12:38 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-06 19:04:20, 678 ნახვა

სამართალი
აუდიტის სამსახურმა სასჯელაღსრულების სამინისტროს შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე მასალები პროკურატურას გადაუგზავნა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებული მასალები პროკურატურას გადაუგზავნა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ აუდიტის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

ცნობისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2013-2014 წლების ფინანსური აუდიტის ანგარიში გამოქვეყნა.

მასალები უწყების თანამშრომლებზე 2013-2014 წლებში გაცემულ პრემიებთან დაკავშირებულ ფაქტებს და კვებითი მომსახურების შესყიდვის მიზნით ჩატარებული ტენდერების შესახებ ინფორმაციას მოიცავს.

აუდიტის სამსახურის დასკვნის თანახმად, სასჯელაღსრულების სამინისტროში 2013-2014 წლებში თანამშრობლებზე გაცემული პრემიების გადაწყვეტილება ხშირად დაუსაბუთებელი იყო. ამასთან, ამავე პერიოდში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კვებითი მომსახურების შესყიდვის მიზნით 14 ტენდერი ჩატარდა და ყველა ტენდერში შპს "G.M.M."-მა გაიმარჯვა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics