09:18 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-03 21:36:30, 800 ნახვა

კომენტარი
კობიაშვილი: ეს არა მარტო ჩემი, არამედ ქართული ფეხბურთის გამარჯვებაა

„ეს არ არის მარტო ჩემი გამარჯვება, ეს არის ქართული ფეხბურთის გამარჯვება“, - ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კობიაშვილმა განაცხადა, აღნიშნული თანამდებობა მისთვის დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა.

„ეს არ არის მარტო ჩემი გამარჯვება, ეს არის ჩვენი ერთიანობის, ქართული ფეხბურთის გამარჯვება. მე მინდა იცოდეს ყველა ადამიანმა, ჩემთვის საერთო საფეხბურთო ოჯახში მტერი არ არსებობს, ჩვენ ყველა ერთი ვართ. მინდა იცოდეთ რამდენად ძნელი იყო ჩემთვის ამ გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ, რომ ვიცი რამხელა პასუხისმგელობაა, რამხელა გამოწვევაა და ეს იოლი გზა არ იქნება. მინდა მადლობა გადავუხადო რეზის და მამუკას. ჩვენ არ ვართ არც კონკურენტები, არც ოპონენტები, ჩვენ მეგობრები ვართ და იმედი მაქვს დავრჩებით მომავალშიც“, - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

ცნობისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში ლევან კობიაშვიმლა გაიმარჯვა. მას მხარი 18-მა დელეგატმა დაუჭირა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, რეზი არველაძეს 15-მა დელეგატმა მისცა ხმა, ხოლო მამუკა კვარაცხელიას არც ერთი ხმა არ მიუღია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics