12:53 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-30 09:43:44, 358 ნახვა

სამართალი
Human Rights Watch: წარსულში ჩადენილ სამართალდარღვევათა გამოძიებისას, კვლავ გარკვეული კითხვებია

საერთაშორისო ორგანიზაცია „Human Rights Watch“ 2015 წლის მსოფლიო ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საქართველოზეცაა საუბარი. 

ანგარიშში აღწერილია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ წაყენებული ბრალი და მისი ოჯახის კუთვნილი ქონების დაყადაღება. ასევე, ყურადღება გამახვილებულია ე.წ. კაბელების საქმეზე,  წარსულში ჩადენილ სამართალდარღვევათა გამოძიებაზე, მუნიციპალური არჩევნების შემდეგ მერიის თანამშრომლების მიერ ზეწოლის შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე, ციხეებში არსებულ პირობებსა და ოპოზიციის წევრების სამართლებრივ დევნაზე. 

"წარსულში ჩადენილ სამართალდარღვევათა გამოძიებისას კვლავ გარკვეული კითხვებია შერჩევით სამართალთან და პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა  შეშფოთება გამოხატეს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ წაყენებულ ბრალდებებთან დაკავშირებით და მოუწოდეს ხელისუფლებას, მკაცრად დაიცვას პროცესის სათანადოდ მიმდინარეობა",-ნათქვამია ანგარიშში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics