08:31 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-30 13:48:10, 791 ნახვა

სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა კანონდარღვევის ფაქტი გამოავლინეს

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა 27 სექტემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ვალე“ დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახის საქონლის მალულად, კანონდარღვევით ქვეყნიდან გატანის ფაქტი გამოავლინეს. "მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე დაათვალიერეს ავტობუსი, რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე დ. ტ. დათვალიერებისას, მებაჟე ოფიცრებმა ავტობუსში მოწყობილ სპეციალურ სამალავში აღმოაჩინეს: მობილური ტელეფონის ელექტრონული სქემა - 5298 ცალი, მობილური ტელეფონი - 19770 ცალი და ფილტრიანი სიგარეტი - „WINSTON“ - 17000 კოლოფი",-ნათქვამია სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

საქმე შემდგომი რეაგირებისთვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტს გადაეცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics