04:31 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-29 16:14:57, 706 ნახვა

სამართალი
გომელაური: თუ კანონი დაარღვიეს, დაისჯება ყველა, ჩემი მოადგილე იქნება თუ დეპარტამენტის ხელმძღვანელი

თუ კანონი დაარღვიეს, დაისჯება ყველა, ჩემი მოადგილე იქნება თუ დეპარტამენტის ხელმძღვანელი, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა „ნარუშილოვკასა“ და მასთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც გომელაურმა აღნიშნა, გამოძიება ყველა დეტალს დაადგენს.

„თუ ვინმე დამნაშავე აღმოჩნდება, ან გადაცდომა ექნება სამსახურეობრივი თუ გულგრილობა, დაისჯება შესაბამისად. კანონი თუ დაარღვიეს რა თქმა უნდა დაისჯება ყველა, ის ჩემი მოადგილე იქნება თუ დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მნიშვნელობა არ აქვს, ყველა დაისჯება შესაბამისად“, - განაცხადა გომელაურმა.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა P.S. -ში პოლიციის უფროსი ლეიტენანტის გიორგი ბაბუნაშვილის ვიდეოინტერვიუ გავრცელდა. როგორც ბაბუნაშვილი ინტერვიუში აცხადებს, ე.წ. ნარუშილოვკა შსს-ს მაღალჩინოსნებმა ნათესავებს დაურიგეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. „2015 წლის 28 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით 27 სექტემბერს გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების შედეგად დადგინდება რაიმე სახის გადაცდომა, გენერალური ინსპექცია შესაბამის რეაგირებას მოახდენს“,- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics