08:30 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-24 13:44:49, 645 ნახვა

სამართალი
პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიმდინარე აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიმდინარე აქციაზე დაპირისპირება მოხდა.

როგორც ადგილიდან „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება, ერთმანეთს „თავისუფალი ზონის“ ერთ-ერთი წევრი და ერეკლე მეორის საზოგადოების წარმომადგენელი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

სამართალდამცველებმა თავისუფალი ზონის წევრი დააკავეს და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟით წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. 

როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ერთი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან, სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.

აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები ქვეყნის პრეზიდენტისგან სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებას და რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური გზით ურთიერთობის დალაგებას ითხოვენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics