22:10 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-18 18:59:17, 534 ნახვა

სამართალი
შსს-მ „პროკრედიტ ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებულები დააკავა

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული მალხაზ გ. და 1980 წელს დაბადებული ვლადიმერ ტ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეიარაღებული ბრალდებულები 18 სექტემბერს თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, „პროკრედიტ ბანკში“ შეიჭრნენ, ფული წაიღეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორივე ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში, გურამიშვილის გამზირზე, ცხელ კვალზე დააკავეს.
პოლიციამ ბანკიდან წაღებული 29 195 ლარი, 11 740 დოლარი, 4870 ევრო ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics