2015-01-28 15:27:43, 788 ნახვა
მსოფლიო
ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკამ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა
ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკამ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
შესაბამისი გადაწყვეტილება ე.წ. ლუგანკსის სახალხო რესპუბლიკის სახალხო საბჭომ მიიღო.
რესპუბლიკა უახლოეს მომავალში ცხინვალთან დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებს და ელჩებსაც გაცვლის.
მანამდე, ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დოპლომატიური ურთიერთობა დონეცკის სახალხო რესპუბლიკამაც დაამყარა. დონეცკელ სეპარატისტებს დამოუკიდებლობის აღიარება ასევე აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობისგან სურთ.
აღსანიშნვია, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ აღიარებენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან