21:50 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-10 12:48:33, 787 ნახვა

სამართალი
შსს-ს პრესსამსახური: ბათუმში მომხდარი მკვლელობების ადგილას საპატრულო ეკიპაჟი გამოძახებიდან 6 წუთში მივიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროში კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბათუმში, მკვლელობამდე მომხდარი ჩხუბის დროს გამოძახებული პატრული ადგილზე არ მივიდა.

როგორც "ექსპრესნიუსს" შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს,  გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში  შეტყობინება 00:10 წუთზე შევიდა და საპატრულო ეკიპაჟი შემთხვევის ადგილას ზუსტად 6 წუთში მივიდა.  

შეგახსენებთ, ბათუმში გვიან ღამით ორი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.

შემთხვევის ადგილზე ორივე ახალგაზრდა - მ.შეროზია და მ.მუპუტაძე სტუმრად იმყოფებოდნენ.  ადგილობრივების ინფორმაციით, შელაპარაკება გოგოს მოტაცების გამო მოხდა. ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, რამდენიმე გასროლის ხმა იყო. ორივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მკვლელობა უკვე გახსნილია.  განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics