17:03 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-02 15:11:23, 13141 ნახვა

სპორტი
TRANSFERMARKT-ზე ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი ახალგაზრდა ფეხბურთელები - ჩაკვეტაძე და კვარაცხელია ლიდერობენ

ჩაკვეტაზე დიდი ხანია მსოფლიომ გაიცნო, ბელგიაში ქართველი შეუდარებელია და მისადმი ინტერესს რამდენიმე წელია ევროპის გრანდები იჩენენ.

ბოლოს ჩაკვეტაძის შეძენა იტალიურ კლუბს „რომას“ სურდა, თუმცა ბელგიიდან ქართველის გაშვება არავის უნდა.

„რომას“ ინტერესს „გენტში“ ოფიციალურად უპასუხეს - „ჩაკვეტაძე არ იყიდება!“.

ქართველზე ისეთი გამოცემები წერდნენ, როგორებიცაა - TUTTO mercato , Whoscored.com , Football Talent Scout და ბელგიის მედიის ინტერესს ქართველი დღემდე იწვევს.

ბოლო სეზონია სპორტული მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია ექცევა.

კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატში ასპარეზობს და მოსკოვის „ლოკომოტივიდა“  2019 წელს ყაზანის „რუბინში“ გადავიდა, სადაც ქართველი შეუჩერებელი გახდა.

რამდენიმე მატჩი მიყოლებით ის მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა, სეზონის ბოლოს კი გულშემატკივრების რჩეულად და სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს.

სეზონის საუკეთესოდ ჩატარების შემდეგ ქართველი ფეხბურთელისადმი ინტერესი გაიზარდა, ევროპის კლუბებმა სურვილი გამოთქვეს კვარაცხელიას გადამირებისა, თუმცა ქართველმა რუსეთში დარჩენის სურვილი გამოთქვა.

ამ ეტაპზე ჩაკვეტაძისა და კვარაცხელიას სატრანფერო ფასი TRANSFERMARKT-ზე სამეულშია.

„გენტის“ ქართველი შემტევი ყველაზე ძვირად ღირებულია (6.7 მილიონი ევრო), ხოლო კვარაცხელია სამეულში მესამე ადგილზეა (4.5 მილიონი ევრო)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი" დასრულდა
RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
ერთი პირი სტუმრად ყოფნისას შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა, ორმა მამაკაცმა ცხედარი ტყეში დამალეს და მიიმალნენ
აქედან არ გავალთ,- ოჯახები, რომლებსაც საკუთრებას ჩამოართმევენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics