11:22 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-21 13:35:00, 20193 ნახვა

ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე - ჩვენ შევქმენით ილუზია, რომ დამავარცხეთ კოვიდ19, თუმცა არა, ტალღა ისევ ზემოთ იწევს

ჩვენ შევქმენით ილუზია, რომ დამავარცხეთ კოვიდ19, თუმცა არა, ტალღა ისევ ზემოთ იწევს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, მოსახლეობამ კვლავ უნდა დაცივას რეგულაციები, რომლებიც მთავრობამ, ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა დაადგინა.

„ძალიან გთხოვთ ყველას, მეტი ინფორმაცია მივცეთ მოსახლეობას, რომ მოშვება არ შეიძლება. ალბათ ატყობთ, რომ მოვეშვით, პირბადეებს აღარ ატარებენ დაწესებულებებში, დიდი შეკრებები ისევ ხორციელდება, ისევ დიდი თავყრილობები და ილუზიიც შექმნა იმისა, რომ ქვეყანამ დაამარცხა კოვიდინფექცია, არა ბატონებო- კოვიდინფექციამდე ჯერ კიდევ შორს, ერთად აღებული 1 ქვეყანა ამას ვერ გააკეთებს, ეს უნდა გაკეთდეს ერთიანად და გლობალურად, ამ ეტაპამდე შეარებთ საქართველო უკეთეს მდგომარეობაში ვართ და ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს უკეთესი ეპიდსიტუაცია შევინარჩუნოთ.

ქაღალდზე ბევრი რეგულაციებია, მთავარია, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ, მოუწოდეთ თქვენი ტელევიზიების საშუალებით სულ, მორბენალი სტრიქონი იყოს, რომ ნუ მოვეშვებით, ის რაც დადგენილია, რომ ტაქსში არ უნდა იჯდეს წინ ადამიანი, არ უნდა დაჯდეს, ტაქსში უნდა გვეკეთოს პირბადე, მეტროში,  ავტობუსში, ეს უნდა შევასრულოთ. იმიტომ რომ ჩვენ შევიქმენით ილუზია, რომ დავამარცხეთ უკვე კოვიდი, არ დაგვიმარცხებია და ხედავთ, რომ ტალღა ისევ ზემოთ იწევს და დროულად, უნდა შევაჩეროთ, ისევ და ისევ იმ წესების დაცვით, რასაც ჯანდაცვი სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და მთავრობა ეუბნება მოსახლეობას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics