14:41 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-11 12:33:41, 13437 ნახვა

ომი უკრაინაში
წულუკიანი - შემსუბუქებულმა ღონისძიებებმა თბილისში ვირუსის გადადების უცნობი წყაროები გააჩინა

„შემსუბუქებულმა ღონისძიებებმა კოვიდთან დაკავშირებით გააჩინა თბილისში ვირუსის გადადების წყაროები, რომელთა მოძებნაც ჯერჯერობით ვერ ხერხდება“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს საგანგაშოა, ამიტომ ის საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული წესები.

„როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს ჩვენ გვითხრა არის საკმაოდ საგანგაშო პირველი ნიშნები იმისა, რომ შემსუბუქებულმა ღონისძიებებმა კოვიდთან დაკავშირებით გააჩინა თბილისში ვირუსის გადადების წყაროები, რომელთა მოძებნაც ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

ეს არის საგანგაშო და ამიტომაც გვინდა კიდევ ერთხელ ყველას მოგიწოდოთ, რომ დავიცვათ ის ელემენტარული წესები, რომელიც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების მიერაა დადგენილი“, - განაცხადა წულუკიანმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics