04:03 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-24 09:34:04, 583 ნახვა

სამართალი
შსს-მ ნარკოტიკული საშულების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ , შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1966 წელს დაბადებული აბესალომ ყ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. სულ ამოღებულია: 3 შეკვრად დაფასოებული, 18,45688 გრ კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 6,04614 გრ ჰეროინს შეიცავს, 9 აბი და 3 ნატეხი, საერთო წონით 4,319 გრ ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,3839 გრ მეთადონს (მარილი) შეიცავს, 1 აბი „სუბოქსონი“, რომელიც 0,008 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება ბუპრენორფინს შეიცავს, ასევე, 0,06662 გრ მეტამფეტამინის (მარილი) შემცველი 0,17977 გრ ნარკოტიკული საშუალება.

ნარკოლოგიური შემოწმებით აბესალომ ყ-ს ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics