01:12 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-23 10:39:41, 700 ნახვა

სამართალი
ზღვის დაბინძურების ფაქტზე ჰონგ-კონგის დროშით მცურავი გემი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის, საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს და გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ფოთის პორტის მე-5 ნავმისადგომთან, ზღვის დაბინძურების ფაქტზე ჰონკონგის დროშით მცურავი, მშრალტვირთმზიდი გემი „PACIFIC VICTOR“ დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, გემის კაპიტნის მიმართ, რომელიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა, საქმისწარმოება ზღვის დაბინძურების ფაქტზე დაიწყო (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე პრიმა-2 მუხლის მე-7 ნაწილით). გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა - 65 000 ლარი და გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება 1870 ლარის ოდენობით. ჯარიმის გადახდის შემდეგ გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics