03:19 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-13 19:46:37, 10385 ნახვა

ომი უკრაინაში
ცერცვაძე - დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველოში 22 მაისს საგანგებო მდგომარეობა გაუქმდეს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ამჟამინდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველოში 22 მაისს საგანგებო მდგომარეობა გაუქმდეს.

როგორც მან აღნიშნა, 22 მაისამდე ერთ კვირაზე მეტია დარჩენილი და მანამდე პირველადი შედეგები გახდება ცნობილი.

„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ამის საშუალებას იძლევა, მაგრამ 22 მაისამდე დაახლოებით ერთ კვირაზე მცირედით მეტი დარჩა და მანამდე დაიდება პირველი შედეგები, რა შედეგები მოგვცა შეზღუდვების ნაწილობრივმა მოხსნამ. ვიმედოვნებ, 11 მაისიდან შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნის შემდეგ, შემთხვევების ზრდა არ იქნება. მხედველობაში არ მაქვს ახალი შემთხვევების ერთნიშნა ციფრი ან თუნდაც 20-მდე ახალი შემთხვევა, ეს ჩვეულებრივი ამბავია და დიდხანს იქნება, ეს ქვეყანას არავითარ სირთულეს არ შეუქმნის. ვგულისხმობ იმას, რომ თუ ამან ინფიცირების სერიოზული ზრდა არ გამოიწვია, მაშინ 22 მაისს საგანგებო მდგომარეობის მოხსნა შესაძლებელი იქნება.

ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ მდგომარეობას შევინარჩუნებთ. ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, სიფრთხილის სამი ზომა შევინარჩუნოთ: ხელების ხშირად დაბანა, სოციალური დისტანცირება და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება. ეს არ შექმნის ისეთ დისკომფორტს, რომ ჩვენი ცხოვრების რიტმი დაარღვიოს. სამაგიეროდ, ამან შეიძლება, უზრუნველყოს, რომ უფრო მკაცრი ზომების მიღება აღარ დაგვჭირდეს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics