03:38 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-09 19:30:34, 14685 ნახვა

ომი უკრაინაში
ცერცვაძე - ექიმების დაინფიცირების შემთხვევები 72-მდე გაიზარდა და ამაში გასაკვირი არაფერია

ექიმების დაინფიცირების შემთხვევები გაიზარდა. მე ვიცი, რომ 72 -ია. ერთის კვლევა მიმდინარეობს, თუმცა ისინი 24 საათს ინფიცირებულ პაციენტებთან ატერებენ და ამაში გასაკირი არაფერია - ამის შესახებ, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. 

მან ასევე აღნიშნა, რომ 72 ცოტა არ არის, მაგრამ ცოტა არ არის ჩვენთვის, თორემ ევროპის ქვეყნებთან შედარებით ეს მიზერია.

„ექიმების დაინფიცირების შემთხვევები გაიზარდა. მე ვიცი, რომ 72 -ია. ერთის კვლევა მიმდინარეობს, რომელიც ბოჭორიშვილის კლინიკაშიც მუშაობს და საგარეჯოშიც, თითქოს დაუდასტურდა, მაგრამ ხდება დამაზუსტებელი კვლევები. ეს, რა თქმა უნდა, კარგი არ არის და პროცენტიც თითქოს მაღალია, 10%-ზე მეტია, მაგრამ ისიც იმიტომ, რომ სულ 660 ინფიცირებულია ქვეყანაში, თორე იტალიასა და ევროპის ქვეყნებში 6000-ზე მეტი სამედიცინო პერსონალია დაინფიცირებული და მათგან ნაწილი გარდაიცვალა. ყველაფერზე ნუ ვიქნებით ძალიან პრეტენზიული და ძალიან სენსიტიური იმიტომ, რომ 72 ცოტა არ არის, მაგრამ ცოტა არ არის ჩვენთვის, თორემ ევროპის ქვეყნებთან შედარებით, სადაც ათასობით დაინფიცირებული პერსონალია, ეს არის მიზერი, თან არც ერთ მედიცინის მუშაკი არ გარდაცვლილა,“- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics