14:01 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-16 10:15:23, 524 ნახვა

სამართალი
ბათუმში "ლიბერთი ბანკის" დაყაჩაღების ფაქტი გახსნილია

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული გიორგი თ. ყაჩაღობის ბრალდებით  დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი თ.  5 აგვისტოს ბათუმში,  აღმაშენებლის ქუჩაზე, „ლიბერთი ბანკის“ ფილიალში ნიღბით და ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული შეიჭრა, იარაღის მუქარით ბანკის მენეჯერსა და მოლარეებს  ფული მოსთხოვა. ბრალდებულმა თანხის წაღება  ვერ მოახერხა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, გიორგი თ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში ბათუმში დააკავეს.  პოლიციამ ნიღაბი და ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს ( საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2  ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics