2020-04-22 12:18:11, 11652 ნახვა
ომი უკრაინაში
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში, კოვიდ19-ის დიაგნოზით სამ პაციენტს მოათავსებენ
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის განცხადებით, მათ კლინიკაში სასწრაფო დახმარების ჯგუფს, კოვიდ19-ით ინფიცირებული სამი პაციენტი გადაჰყავს.
მისი თქმით, ისინი თერჯოლის კლასტერს მიეკუთნებიან.
„ველოდებით, სამი პაციენტი უნდა მოვიდეს, რომლებსაც კოვიდი დადგენილი აქვთ და მათ ჩაუტარდებათ შესაბამისი კვლევები და მკურნალობა.
ეს არის თერჯოლის შემთხვევა, არიან ერთმანეთის მეზობლები, ახლობლები“, - განაცხადა თემურ ნადირაძემ.
ნადირაძემ აღნიშნა, რომ დღეს კლინიკას კიდევ სამი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.
ცნობისთვის, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში სულ ცხრა პაციენტია გამოჯანმრთელებული.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან