2020-04-18 11:03:50, 7819 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - გვყავს კორონავირუსით ინფიცირებული 7 არასრულწლოვანი, რომელთა მდგომარეობაც სტაბილურია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ ცენტრში 7 არასრულწლოვანია მოთავსებული, რომელთა მდგომარეობაც სტაბილურია.
მისი თქმით, ამ ეტაპზე პაციენტებთან დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნევა.
„გვყავს 7 არასრულწლოვანი და მათი მდგომარეობა სტაბილურია. მდგომარეობა არ გაუარესებულა. დინამიურად ვაკვირდებით იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, ორი კვირის განმავლობაში სტაბილური სიტუაცია ჩვენთვის არის კარგი შედეგი, რაც იმას ნიშნავს, რომ არ პროგრესირებს დაავადება ამ მწვავე 2 კვირის განმავლობაში უკვე სტაბილური სიტუაციიდან გამოჯანმრთელება გვეწყება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,