18:44 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-31 17:07:30, 5234 ნახვა

სხვადასხვა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - ჯიღაურას კოლექციას ხეხილის ახალი ჯიშები შეემატა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთებსა და ბაზებზე სამუშაოებს ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების სრული დაცვით ახორციელებს. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა ხეხილის ადგილობრივი 80 ახალი ჯიშით შეივსო. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩატარებული ექსპედიციების შედეგად, მოძიებულია ვაშლის, მსხლის, ქლიავის და ბლის ადგილობრივი ჯიშები, რომელზეც შემდგომ დაკვირვება და კვლევები განხორციელდება. კვლევების შედეგების მიხედვით ფერმერებისთვის სარეკომენდაციო სახის ინფორმაცია შემუშავდება.

მრავალწლოვანი კულტურების საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზა განთავსებულია მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯიღაურაში 80 ჰა ფართობზე, სადაც თესლოვანი, კურკოვანი, კაკლოვანი და კენკროვანი კულტურების 300-ზე მეტი ჯიშის სადედეა განთავსებული. საკოლექციო ნარგაობაში დაცულია ვაზის 350 უცხოური და 450 ქართული ჯიში, მათ შორის ქართული ვაზის უნიკალური და იშვიათი ჯიშების კოლექცია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics