14:10 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-15 18:44:46, 1126 ნახვა

Lifestyle
ცოტნე გამსახურდია: ერს, რომელსაც ამდენი მოღალატე ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საზღვრის გადმოწევის ფაქტს საქართველოს პირველი პრზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია გამოეხმაურა.

“გადმოეწიათ იმ ამათი ცოდვით სავსე რუსებს ეს საზღვარი ცოტა აქეთ, რომ მოყოლილიყვნენ ეს გლეხებიც თავის "მამულებთან", ვაშლზე გაყიდულო საქართველო, რა გეშველება?! ადრე კაზაკებს ასახლებდენ საზღვრისპირა რეგიონებში, რომ ბუნებრივად დაცვის სარტყელი ჰქონოდა რუსეთს ადგილობრივი, მიწაზე დამაგრებული მოსახლეობის სახით. ახლა რაღად უნდათ? ესენი ვერ შეასრულებენ ამ ფუნქციას?!

ერს, რომელსაც ამდენი მოღალატე ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს, პიპა... რადგან ჯერ არსად გაუმარჯვნიათ მშიშარებსა და მსტოვარებს."- გიორგი მეფის მონოლოგი, "დიდოსტატის მარჯვენა", - წერს გამსახურდია.

ცნობისთვის, 10 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. ,,საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერები უკანონოდ იქნა აღმართული. ორივე ტერიტორიის სიახლოვეს ბაქო-სუფსას მილსადენის გარკვეული სეგმენტები მდებარეობს და განხორციელებული უკანონო ქმედებით სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics