02:33 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-07 15:18:56, 14290 ნახვა

კულტურა
ფილმს „საქართველოს კურორტებზე“ ციფრული რესტავრაცია ჩაუტარდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დოკუმენტურ ფილმს „საქართველოს კურორტებზე" ციფრული რესტავრაცია ჩაუტარდა.

61 წლის წინათ საქართველოს კურორტების პოპულარიზაციისათვის რეჟისორ შალვა ჩაგუნავას გადაღებულ ფერად ფილმს ფერები, ფაქტობრივად, დაკარგული ჰქონდა.

საქართველოს ეროვნული არქივის 4K გარჩევადობის სკანერზე ფილმის მაღალი ხარისხის ციფრული ასლი შეიქმნა. ამან ფილმის რესტავრატორებს საშუალება მისცა მოეხდინათ ფერისა და სინათლის კორექცია, დაზიანებების ციფრული გაწმენდა, ასევე, ხმის გასუფთავება და სინქრონიზაცია. რესტავრაციის პროცესი 6 თვეს გრძელდებოდა.

20-წუთიან ფილმში „საქართველოს კურორტებზე" წარმოდგენილია საქართველოს სხვადასხვა კუთხის სამთო და საზღვაო კურორტები. სცენარის ავტორია ია მესხი,  ოპერატორი ლევან არზუმანოვი. ფილმი გადაღებულია საქართველოს ქრონიკალურ-დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული ფილმების სტუდიაში. ფილმის დედანი დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.

სამომავლოდ იგეგმა რესტავრირებული ფილმის ჩვენება ფართო საზოგადოებისათვის, ასევე, საარქივო ფილმების ფესტივალებში მონაწილეობისათვის წარდგენა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics