13:29 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-25 20:26:38, 663 ნახვა

ეკონომიკა
ჰიდროკვანძის პრობლემაზე ცენტრალური და ფოთის მთავრობა იზრუნებს

ფოთის მერი ირაკლი კაკულია, ჰიდროკვანძის (ხიდი) პრობლემის შემსწავლელ ჯგუფთან ერთად, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსს გოჩა კანკავას შეხვდა.

შეხვედრაზე იმსჯელეს ხიდის ( ჰიდროკვანძის) პრობლემასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ამოცანებზე.

ფოთის ჰიდროტექნიკური ნაგებობა, იგივე ხიდი მდინარე რიონზე რამდენიმე წელია ავარიულ მდგომარეობაშია, რომლის რეაბილიტაცია სერიოზულ ფინანსურ სახსრებს საჭიროებს.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას, ხიდის პრობლემასთან დაკავშირებით დაწყებული აქვს პრაქტიკული მუშაობა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და სამსახურებთან ერთად, დამუშავების პროცესშია სარეაბილიტაციო პროგრამა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics