10:20 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-22 15:26:10, 616 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი მსოფლიო ბანკისა და პოლონეთის მთავრობის ინიციატივით გამართულ სემინარს დაესწრო

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მსოფლიო ბანკისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციტივით გამართული ცოდნისა და გაზიარების ორდღიანი სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას დაესწრნენ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი ჰენრი კერალი, საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი ანჟეი ჩიეშკოვსკი, აგრეთვე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები. სემინარი ტარდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ფინანსთა სამინისტროებთან თანამშრომლობითა და პოლონეთსა და საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, მოლდოვასა და უკრაინას შორის მიმდინარე პროექტის „პოლონეთი - გლობალური განვითარების პარტნიორი“ ფარგლებში. სემინარის მიზანია გამოცდილების გაცვლა პოლონეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. მათ შორის, მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მიმართულებით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics