2015-01-22 13:43:19, 468 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი დალია გრიბაუსკაიტეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტეს შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა, საქართველო-ლიტვის ახლო პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს.
ლიტვის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მთავრობა რუსეთის მიმართ აწარმოებს, დადებითად შეაფასა.
მხარეებმა ორი ქვეყნის მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებზეც იმსჯელეს. ყურადღება სავაჭრო-ეკონომიკურ და საინვესტიციო ურთიერთობებზე გამახვილდა.
პრემიერმა დალია გრიბაუსკაიტეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესებში მხარდაჭერისთვის, მადლობა გადაუხადა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან