02:42 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-01 10:49:47, 606 ნახვა

ეკონომიკა
„ტექნო ბუმში“ ბავშვებისთვის საოცნებო ტექნიკაზე ფასები ნახევრდება

ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასებითა და მრავალფეროვანი არჩევანით გამორჩეული კომპანია „ტექნო ბუმი“ ბავშვთა დაცვის საერთაშორისი დღესთან დაკავშირებით პლანშეტურ კომპიუტერებსა და სმარტფონებზე 50%-იან ფასდაკლებას გთავაზობთ.

კომპანიის ინფორმაციით, „ტექნო ბუმის“ ყველა ცენტრში მთელი საქართველოს მასშტაბით, ბავშვებისთვის ყველაზე სასურველ და მოთხოვნად ტექნიკას-პლანშეტებსა და სმარტფონებს მათი მშობლები განახევრებულ ფასად შეიძენენ.

„ტექნო ბუმი“ ყველა ბავშვს ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და მხოლოდ ერთი დღით, სპეციალურად თქვენთვის პლანშეტებსა და სმარტფონებზე ფასები განახევრდება. მშობლებს ვურჩევთ, რომ გამოიყენონ ეს შანსი „ტექნო ბუმისგან“, გაახარონ მათი შვილები და შეიძინონ ყველა ბავშვის საოცნებო ტექნიკა 50%-იანი ფასდაკლებით“, -აცხადებენ კომპანიაში.

გარდა ამისა, „ტექნო ბუმი“ განაგრძობს წლის ინოვაციურ აქციას და მსოფლიო ბრენდების მაცივრების განვადებით შეძენისას, ყველა მომხმარებელს 50-დან 400 ლარამდე ნაღდ ფულს ხელზე დაუბრუნებს, რომელსაც თქვენი სურვილის მიხედვით ნებისმიერ ადგილას დახარჯავთ.

პარალელურად, „ტექნო ბუმის“ ყველა ცენტრში გრძელდება ფასდაკლების აქციები კონდიციონერებზე, ტელევიზორებზე, ხორცის მანქანებზე, ყავის მადუღარებზე, ასევე „ტექნო ბუმი“ გაძლევთ შანსს, 24 თვიანი 0%-იანი განვადებით შეიძინოთ სარეცხი მანქანები, ჩასაშენებელი და სხვა დასახელების საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 50%-იანი ფასდაკლების აქცია  „ტექნო ბუმის“ ყველა ცენტრში : თბილისში, რუსთავში, გორში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ახალქალაქში, თელავში, ლანჩხუთსა და სენაკში დღის ბოლომდე გაგრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics