09:37 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-26 13:00:33, 1046 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტრო საერთაშორისო აქციას „დედამიწის საათი“ შეუერთდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საერთაშორისო აქციას „დედამიწის საათი“ ყოველწლიურად უერთდება.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით,  20:30 საათზე უწყებამ ელექტროენერგია ერთი საათით გამორთო და ამ ფორმით ჩვენი პლანეტის მიმართ თანადგომა გამოხატა.

საერთაშორისო აქციის მიზანი კლიმატის ცვლილების შესახებ საზოგადოების ინფორმირება, მისი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა, საკუთარი ქცევის შეფასება და გარემოს სასარგებლოდ შეცვლაა.

 „დედამიწის საათი“ მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
ნავთობის ფასები კვლავ ეცემა, - Reuters
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics