14:03 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-02 15:29:26, 614 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა სახლის ნანგრევებში მოყოლილი პაციენტი მოინახულა

დაბა განთიადში სახლის ნანგრევებში მოყოლილი პაციენტი ქ. ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ჩაუტარდა სამედიცინო კვლევები, მათ შორის მაღალტექნოლოგიური. დაშავებულს აღენიშნება დაჟეჟილობა და ლავიწის ძვლის მოტეხილობა, პაციენტი რჩება კლინიკაში.

სტიქიის შედეგად დაშავებული აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ მოინახულა და მის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო.

„პაციენტი რჩება კლინიკაში და გრძელდება ექიმების მეთვალყურეობა. ამ ეტაპზე დაშავებული არ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას, თუმცა ექიმები მის ჯანმრთელობას მკაცრად აკონტროლებენ და მდგომარეობის შესაბამისად იმოქმედებენ“, - აღნიშნა ზაალ მიქელაძემ.

დაშავებულის მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს.

ცნობისთვის, დაბა განთიადში საცხოვრებელი სახლი დღეს დილით ჩამოინგრა. ნგრევის შედეგარ გარდაიცვალა 50 წლის მამაკაცი, ხოლო დაზიანებები მიიღო ოჯახის ორმა წევრმა, ისინი მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებებში გადიან.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics