18:25 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-12 11:50:09, 2656 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
მარგველაშვილი: ასეთი ახალი ინიციატივებით, მთავარი გამოწვევების დაძლევა მოხერხდება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიესალმება იმ წამოწყებას, რომელიც საქართველოში ადგილობრივ წარმოებაზეა ორიენტირებული.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა განახლებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში სწრაფი განვითარების“ პრეზენტაციაზე განაცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პროცესში ჩართულია და ხელს შეუწყობს სამამულო წარმოების გაძლიერებას.

პრეზიდენტი დარწმუნებულია, მსგავსი ახალი ინიციატივებით ქვეყნის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევების დაძლევა მოხერხდება.

„მე ვიცი, რომ პროგრამას უკვე აქვს დადებითი ნაბიჯები. კიდევ ერთი ნაბიჯი ამ პროცესში, რომელიც ორიენტირებული იქნება ჩვენი სამამულო წარმოების გაზრდაზე, იქნება ახალი ტალღის და ემოციის შემცველი. მივესალმები იმ წამოწყებას, რომელიც ორიენტირებული ადგილობრივ წარმოებაზე. დარწმუნებული ვარ, ეს მოიტანს მეთ სამუშაო ადგილს. ჩვენ ადმინისტრაცია ხელს შევუწყობთ სამამულო წარმოების გაძლიერებას. ბუნებრივია, სამამულო წარმოების გაძლიერება წაადგება იმ მნიშვნელოვან პროცესს ჩვენს ეკონომიკაში, რომელიც უკავშირდება ეროვნული ვალუტის გაძლიერებას“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics