12:42 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-18 16:20:11, 1218 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: მიხარია, რომ „ნაცმოძრაობის“ დიდი ნაწილი ემიჯნება გეგმას, რომლის ჩაშლაზე ასე დანანებით საუბრობს სააკაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით,  „ქართული ოცნების“ მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზე პასუხისმგებლობას იღებს. კობახიძის თქმით, ყველა განცხადება კონკრეტულ ფაქტებსა და ინფორმაციებს ეფუძნებოდა.

„რაც შეეხება შეკითხვას,  რომ წინასაარჩევნო საქმიანობისას, თითქოს მე ვამართლებდი ხელისუფლების ყველა ქმედებას, მათ შორის ძალადობას,   გთხოვდით, ასეთი ერთი ფაქტი მაინც დაასახელოთ.  არც ერთი ფაქტი არ ყოფილა, სადაც მე ასე გავაკეთე. ჩემი გამოსვლები ყოველთვის არგუმენტირებული იყო. ეფუძნებოდა კონკრეტულ ფაქტებს.

რაც შეეხება სახელმწიფო გადატრიალებაზე ჩვენს გამოსვლებს, მინდა ავიღო პასუხისმგებლობა ყველა იმ განცხადებაზე, რაც წინასაარჩევნო პერიოდში კეთდებოდა ამ მცდელობაზე.

ძალიან მიხარია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების დიდი ნაწილი ემიჯნება იმ გეგმას, რომლის ჩაშლაზე ასე დანანებით საუბრობს ყოფილი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი. გვქონდა ინფორმაცია და ამ ინფორმაციის წყაროებიც არაერთგზის დავაკონკრეტეთ. შესაბამისად,  სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია იგივე გავიმეოროთ“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ   მე-9 მოწვევის პარლამენტის  პირველ სხდომაზე დეპუტატების კითხვებზე საპასუხოდ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics